მშობლებს, რომლებიც შვილებს ვეგეტარიანულად კვებავენ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
მშობლებს, რომლებიც შვილებს ვეგეტარიანულად კვებავენ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. იტალიელი პოლიტიკოსი ელვირა სავინო ისეთი საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის, რომელიც მშობლებს მათი შვილების ვეგეტარიანული თუ სხვა „გაუფრთხილებელი და საშიში“ კვებისთვის შესაბამის პასუხისმგებლობას აკისრებს.
იტალიელმა დეპუტატმა სავინომ საკანონმდებლო ინიციატივა წარმოადგინა, რომლის მიხედვით მშობელს, რომელიც მის 16 წლამდე არასრულწლოვან შვილს „არასრულფასოვანი“ საკვებით უზრუნველყოფს 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ზემოაღნიშნული, რომელიც უკვე „სავინოს კონონითაა“ ცნობილი, მიზნად ისახავს არასრულწლოვნებისთვის ზიანის შემცირებას, „არასრულფასოვანი“ პროდუქტის მიწოდების აკრძალვის გზით.
სავინოს აზრით, ვეგანური დიეტა, რომელიც გამორიცხავს ხორცის, კვერცხის, რძისა და ხორცის პროდუქტების მიღებას მოზარდთა ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანია, გამომდინარე იქედან, რომ მათი განვითარებისთვის საჭირო ვიტამინები, მაგ რკინა, თუთია და ა.შ ზემოაღნიშნულ პროდუქტებშია.
ჯერ კიდევ, სანამ სავინოს პარლამენტარად აირჩევდნენ, ის საზოგადოებასთან ურთიერთობების მიმართულებით მუშაობა, რა დროსაც მან განაცხადა, რომ „ვეგეტარიანული დიეტა, თუნდაც მკაცრ ფორმებში, ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა“.
„არ არსებობს წინაღობა, იმ შემთხვევაში, თუკი პირმა, რა დროსაც ეს არჩევანი გააკეთა ინფორმირებული იყო. წინააღმდეგობას ვაწყდებით, მაშინ როცა ამაში ბავშვები არიან ჩართულნი“.
ზემოაღნიშული ინიციატივა, რომელიც მშობლებისთვის 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს მას შემდეგ დადგა, რაც მშობლების მიერ შვილების „არასრულფასოვანი“ საკვებით უზრუნველყოფის საკმაოდ ხშირი შემთხვევები დაფიქსირდა.
ერთ-ერთ ასეთი მაგალითი იყო, როდესაც მილანში, წლის ბიჭუნა მშობლების გადაწყვეტილებით ვეგანურ დიეტაზე იმყოფებოდა და საკვები ნივთიერებების ნაკლებობიდან გამომდინარე მისი წონა 5 კგ-ს აღწევდა.
წყარო: euroline.ge