06/05/2024
Latest:
მსოფლიო

რუსეთის ეკონომიკა სტაგნაციიდან რეცესიაში გადადის

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა უარი თქვა რუსეთის ეკონომიკის განვითარების ოპტიმისტურ სცენარზე, მშპ–ს ვარდნამ წელს შესაძლოა 1–დან 3%–მდე შეადგინოს. წინასწარი პროგნოზი  მარეგულირებლის მმართველმა ელვირა ნაბიულინამ გაახმოვანა. პირველ კვარტალში ქვეყნის ეკონომიკა შესაძლოა 2,5%–ით დაეცეს წლიური დაანგარიშებით.

ნაბიულინას თქმით, ამჟამად ცენტრალურ ბანკში ნავთობის ფასის პროგნოზს აზუსტებენ საბაზისო და სარისკო სცენარისთვის. ბოლო სცენარში ნავთობის ფასი ბარელზე 25 დოლარს გულისხმობს. ეკონომიკის უმაღლესი სკოლის პედაგოგის ნიკოლაი კორჟენევსკის განცხადებით, წელი საკმაოდ რთული იქნება. მისი თქმით, ნავთობის ფასი შესაძლოა 45 დოლარი გახდეს.

მისი პროგნოზით, თუ გასულ წელს რუსეთში ძირითადად ფინანსური სექტორი დაზარალდა, ახლა საფრთხე რეალურ სექტორს ემუქრება.

შეკითხვაზე, რომელ წლამდეა შესაძლებელი გაჭიანურდეს ეკონომიკური ვარდნა ქვეყანაში, კორჟენევსკი აცხადებს, რომ ეკონომისტებს შორის არის გავრცელებული მოსაზრება, რომ რუსეთის ეკონომიკა რეცესიიდან სტაგნაციაში გადადის, და ეს სიმართლეა.

„არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი ხნის განმავლობაში გვექნება ზრდის უარყოფითი ტემპები. ჯერჯერობით ეკონომიკის აღდგენის არანაირი პერსპექტივები არ ჩანს. 2016–ში იქნება მშპ–ს ვარდნა, 2017–ში კი, ნულიც რომ იყოს, ამაში არაფერი კარგი არ იქნება, იმიტომ რომ ეს იქნება ნული მშპ–ს ძლიერი ვარდნის შემდეგ… აუცილებელია ზრდის წერტილები, საჭიროა გვქონდეს იმის თქმის საბაბი, რომ თუნდაც გრძელვადიან პერსპექტივაში ეკონომიკა აღდგენას დაიწყებს. სამწუხაროდ, პირადად მე ამ საბაბს ვერ ვხედავ,“ – აცხადებს რუსი ეკონომისტი.

წყარო: Bfm.ru-ს მასალები

[wpolling id=”12″ width=”” height=””]