27/04/2024
Latest:
საზოგადოება

“მთავრობამ დამარწმუნა, რომ არჩევნების 60 დღეზე ადრე დანიშვნა ფინანსურად დამანგრეველია”

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, არჩევნებთან დაკავშირებული დოკუმენტი მთავრობასთან სიტყვა-სიტყვით იყო შეთანხმებული. მისივე განმარტებით, საქართველოს მთავრობამ ის დაარწმუნა, რომ 60 დღეზე ადრე დანიშვნა არჩევნების ფინანსურად დამანგრეველი იქნებოდა.

“რაც შეეხება დოკუმენტს, რომელიც მთავრობასთან სიტყვა-სიტყვით იყო შეთანხმებული და რომელსაც ხელი არ მოეწერა დღეს, მინდა მოგახსენოთ, რომ ეს დოკუმენტი გამოვეცი იმდენად რამდენადაც მე დამაჯერა, დამარწმუნა საქართველოს მთავრობამ, რომ 60 დღეზე ადრე არჩევნების დანიშვნა იქნებოდა ფინანსურად დამანგრეველი.

აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ არის და თურმე შეიძლება უფრო ადრეც დაინიშნოს. შესაბამისად მაისის დასაწყისში მე გამოვცემ აქტს, სადაც იქნება ერთი წინადადება არჩევნების დანიშვნის თაობაზე. ეს იქნება დადებითი, რადგან 5 თვით ადრე დავიწყებთ საარჩევნო კამპანიას, ეს იქნება დადებითი საარჩევნო გარემოსთვისაც, ხოლო თუ კიდე რამე კითხვა იქნება ფინანსური, მე მზად ვარ შევეხიდო მთავრობას არჩევნების ადმინისტრირების ნაწილში ჩემი ფონდიდან“, – აღნიშნა მარგველაშვილმა.

წყარო: Ipress