უმსხვილეს, ამერიკულ კომპანიებს ოფშორებში 2,1 ტრილიონი დოლარი აღმოუჩინეს
უმსხვილეს, ამერიკულ კომპანიებს გადასახადების შემცირების მიზნით, ოფშორებში 2,1 ტრილიონი დოლარი აქვთ გადანახული. იმ შემთხვევაში, თუ თავიანთ ფულს ისინი სხვა იურისდიქციაში არ განათავსებდნენ, ამერიკული საგადასახადო სამსახურის სასარგებლოდ საერთო ჯამში 620 მილიარდის გადახდა მოუწევდათ.
როგორც rbc.ru წერს მსხვილი ამერიკული კომპანიების 72 პროცენტს, ანუ 358 კომპანიას შექმნილი აქვს შვილობილი საწარმოები, რაც საშუალებას აძლევთ გარკვეული თანხა ისეთ ოფშორებში გადაამისამართონ როგორიც, ბერმუნდის კუნძულები, ირლანდია, ლუქსემბურგი და ჰოლანდიაა.
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, “მოქალაქეები სამართლიანი გადასახადებისათვის” ჩატარებული კვლევების თანახმად, Apple–ს ოფშორებში 181,1 მილიარდი აქვს გასამისამართებული. იმ შემთხვევაში თუ ასე არ მოიქცეოდა iPhone–ის მწარმოებელს აშშ–ს ბიუჯეტის სასარგებლოდ 59,2 მილიარდი დოლარის გადახდა მოუწევდა. General Electric-მა 18-მდე შვილობილი კომპანიის მეშვეობით ოფშორებში 119 მილიარდი განათავსა. 109 მილიადი აქვს ოფშორებში Microsoft–ს. ფარმაცევტულ კომპანია Pfizer–ს ოფშორში 151 მილიარდი დოლარი დაუთვალეს. ამ გზით კომპამიამ 74 მილიარდი დაზოგა. კვლევის ავტორების მოსაზრებით, ამერიკის კონგრესი, ვალდებულია მიიღოს ისეთი ზომები, რაც მომავალში მსგავსი ფინანსური მანიპულაციების შესაძლებლობას, მინიმუმამდე დაიყვანს.