01/05/2024
Latest:
მსოფლიო

„დაე, ყველა ერთად დაიხოცოს, ტერაქტები რუსეთისთვის მომგებიანია“

რუსეთის სათათბიროს თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმერ ჟირინოვსკიმ რუსული ტელეკომპანიის ეთერში განაცხადა, რომ ევროპაში მომხდარი ტერაქტები რუსეთისთვის მომგებიანია.
„რუსეთი ევროპა არ არის. ახლა ტერაქტები ხდება ევროპაში და ეს გაგრძელდება, მოედება მთელს ევროპას. დაე, ისინი ყველა ერთად დაიხოცოს“, – განაცხადა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ, ვასილი გრიცაკის ვარაუდით, ბრიუსელში მომხდარ ტერაქტების უკან, შესაძლოა რუსეთის სპეცსამსახურები იდგნენ და ეს იმ ჰიბრიდული ომის ნაწილია, რომელიც რუსეთი აღვივებს.
შეგახსენებთ, რომ ბრიუსელის აეროპორტში და მეტროსადგურებში მომხდარ აფეთქებებს, 30-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 100-ზე მეტი დაშავდა.