საზოგადოება

უმსხვილესი ინვესტორის ინვესტიცია განათლებაში

ხვალ 10 სექტემბერს, 11 საათზე, ქალაქ ბათუმში, სასტუმრო ჰილტონში გაიმართება ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორის, კომპანია აჭარისწყალი   ჯორჯიას,  კორპორაციული  სოციალური  პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული, საგანმანათლებლო პროექტების პრეზენტაცია და წარმატებული    სტუდენტების   დაჯილდოების   ცერემონიალი, რომელთა სწავლასაც კომპანია აფინანსებს, აჭარის განათლების სამინისტროსთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში.

ღონისძიებას დაესწრებიან: კომპანია აჭარისწყალი  ჯორჯიას აღმასრულებელი დირექტორი რონი სოლბერგი, საქართველოს განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, აჭარის განათლების მინისტრი გიორგი თავამაიშვილი, ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები, ხულოსა და შუახევის რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლის დირექტორები, საჯარო სკოლების მასწავლებლები, სტუდენტები რომლებიც სტაჟირებას გადიან შუახევიჰესზე, არასამთავრობო სექტორის და მედიის წარმომადგენლები.

შუახევიჰესის მშენებლობის პარალელურად, კომპანია ახორციელებს 70-ზე მეტ სოციალურ პროექტს აჭარაში, რომლის მიზანიც რეგიონის გრძელვადიანი განვითარებაა. პრიორიტეტული მიმართულება – განათლების და ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობაა ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში. ყველა სოციალური პროექტი იგეგმება რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური კვლევის, მიზნობრივი პროგრამების, აჭარის განათლების სამინისტროს, ადგილობრივი ხელისუფლების და მოსახლეობის ჩართულობით.

კომპანია აჭარისწყალი ჯორჯიას მიერ საქართველოში განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 416 მილიონ ამერიკულ დოლარს.

პროექტის ფარგლებში დასაქმებულია 730 საქართველოს მოქალაქე. კომპანია სოციალური პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტით, ხელს უწყობს აჭარის რეგიონის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას და პროექტის არეალში მცხოვრები ადამიანების ცხოვრების დონის გაუმჯობესებას.