02/05/2024
Latest:
ეკონომიკა

უმსხვილესი ქართული საექსპორტო პროდუქციის რეიტინგი

“საქსტატის” მონაცემებით, 2015 წლის იანვარ-ოქტომბერში, უმსხვილეს საექსპორტო პროდუქციაში სპილენძის მადნები და კონცენტრატები ლიდერობს.

ამ პერიოდში ექსპორტირებულია 207,2 მლნ აშშ დოლარის ამ კატეგორიის პროდუქცია და მისი წილი მთლიან ექსპორტში 11,3%–ია.

მეორე ადგილზეა ფეროშენადნობების ექსპორტი 167,14 მლნ აშშ დოლარით, ექსპორტში მისი წილი 9,1%–ით განისაზღვრება.

მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების ჯგუფი მოხვდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 154,4 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 8,4% შეადგინა.

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2015 წლის იანვარ-ოქტომბერში 8,121 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 14%-ით ნაკლებია.

აქედან ექსპორტი 1,832 მლრდ აშშ დოლარია, იმპორტი 6,3 მლრდ აშშ დოლარი. ერთი წლის განმავლობაში ექსპორტი 24%-ით შემცირდა, იმპორტი კი –10%-ით.

წყარო: bpi.ge