17/05/2024
Latest:
ეკონომიკა

მშპ ეკონომიკურ მდგომარეობას არასწორად განსაზღვრავს

 დავოსში გამართულ შეკერებაზე 3 წამყვანი მეცნიერი შეთანხმდა, რომ ეკონომიკური მდგომარეობის განსასაზღვრად მშპ არ არის საიმედო საშუალება და ამ პრობლემის გადაწყვეტაზე დაიწყეს მუშაობა.

IMF-ის მეთაურმა კრისტინ ლეგარდმა, ნობელის პრემიის ლაურეატმა და ეკონომისტმა ჯოზეფ სტიგლიცმა და MIT-ის პროფესორმა ერიკ ბრინოლფსონმა სხვადასხვა სხდომებზე ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ მსოფლიოს ცვლილების მიუხედავად ეკონომიკური პროგრესის შეფასების საშუალებები არ შეცვლილა.

მთლიანი შიდა პროდუქტი არის ქვეყანაში წარმოებულ პროდუქციის და მომსახურების საერთო რაოდენობის მაჩვენებელი. ეს კონცეფცია მეოცე საუკუნიის 30-იანი წლების ბოლოს საიმონ კუზნეცმა ჩამოაყალიბა. თუმცა, იქვე აღნიშნა, რომ ეს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონის დასადგენი საიმედო საშუალება არ იყო.ის მიხვდა, რომ

“მშპ განსაზღვრავს მხოლოდ ჩვენს მიერ გაყიდულს და ნაყიდს და არა ადამიანის ცხოვრების დონეს. ზოგ შემთხვევაში, შესაძლოა, მშპ-ს მაშვენებელი ცხოვრების დონის საპირისპირო მიმართულებითაც კი წავიდეს“,

– განაცხადა პროფესორმა ბრინოლფსონმა.

დღეს, მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის შედეგად გამოწვეული ცვლილებების შედეგად, ეს მაჩვენებელი უფრი ნაკლებად აჩვენებს თუ რას აქვს მნიშვნელობა.

„ბიზნესის გაუმჯობესებასთან ერთად, გვჭირდება ახალი და უკეთესი საშუალებაც ეკონომიკის განვითარების დონეზე დასაკვირვებლად“,

– დააამტა MIT-ის პროფესორმა.

სხვადასხვა სესიებზე მსგავსი განცხადებები გააკეთეს ლეგარდმა და სტიგლიცმაც. ამ უკანსკნელმა ყურადღება ამერიკის მდგომარეობაზე გაამახვილა.

Joseph_E._Stiglitz_-_cropped

„მშპ ამერიკაში ყოველ წელს იზრდება, გარდა 2009 წლის მაჩვენებლისა. ამის მიუხედავად, მოსახლეობის უმრავლესობისთვის ცხოვრების პირობები ბოლო 30 წლის განმავლობაში მხოლოდ გაუარესდა. ამ დროის განმავლობაში მოგება მხოლოდ შეძლებულმა მოსახლეობამ ნახა. დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით კი საშუალო ფენის მოსახლეობის შემოსავალი უფრო ნალებია, ვიდრე 60 წლის წინ. როგორც ხედავთ, მსგავსი ეკონომიკური სისიტემა მოსახლეობის უმეტესი ნაწილისთივის უშედეგოდ მოქმედებს“,

– განაცხადა მან.

ზოგირთმა შეიძლება იკითხოთ, ამ დისკუსიას რამე მნიშველობა აქვს ადამიანების უმრავლესობისთვის, განა ეს პოლიტიკოსების და ეკონომისტების საქმე არ არის, სტიგლიცმა ამ თემაზე განცხადა, –

„ის, რასაც ვზომავთ და ვითვლით განსაზღვრავს თუ რას ვაკეთებთ, და თუ არასწორ რამეს გავზოამავთ მაშინ საქმესაც არასწორად გავაკეთებთ“.