09/05/2024
Latest:
ეკონომიკა

მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის სახელმწიფოს მიერ გაცემული გრანტი აღარ დაიბეგრება

სახელმწიფო პროგრამის – “აწარმოე საქართველოში” ბენეფიციარებს პროგრამის ფარგლებში მიღებული საგრანტო დაფინანსებიდან საშემოსავლო გადასახადის გადახდა არ მოუწევთ.

საქმე ეხება მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ ფიზიკურ პირზე ან ჯგუფებზე გაცემულ 5 000 ლარს. აღნიშნული “გრანტების შესახებ” კანონში ცვლილებებს საჭიროებს.

მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მეწარმეობის განვითარების დეპარტამენტის უფროსი ოთარ ანთია „ბიზნესკონტაქტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ცვლილება მხოლოდ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამას ეხება. მისი თქმით, მეწარმე, სახელმწიფოსგან გრანტის სახით მიიღებს 5000 ლარს, რომელიც აღარ დაიბეგრება.

“ცვლილება ეხება მხოლოდ მიკრო და მცირე მეწარმეობის განვითარების პროექტს და მისი ინიცირება გასულ წელს მოხდა. სახელმწიფოს მხარდაჭერილი ბიზნესები არ დაიბეგრებიან საშემოსავლო გადასახადით. კანონი პარლამენტში გადის პროცედურებს. კონცეფციიდან გამომდინარე, ის შეეხება ამ პროგრამის ყველა ბენეფიციარს.

ამით დამატებითი სტიმული შეექმნება მეწარმეს, რომ რეგიონებში მოახდინოს საკუთარი იდეების მატერიალიზაცია და კომერციალიზაცია. ეს ნიშნავს, რომ საკუთარი ბიზნეს იდეის განხორციელებისთვის მეწარმე მიირებს 5000 ლარს, რომელიც არ დაიბეგრება”, – განაცხადა ანთიამ. მისივე თქმით, პროგრამით დაფინანსება 1000-ზე მეტმა ბენეფიციარმა მიიღო, პროგრამის ბიუჯეტი 20 მილიონი ლარია და ის საქართველოს ყველა რეგიონში მიმდინარეობს.
წყარო: businesscontact.ge