06/05/2024
Latest:
მსოფლიო

უორენ ბაფეტი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სამეულიდან ქველმოქმედების გამო გამოვარდა

კომპანია Berkshire Hathaway Inc.- ის ხელმძღვანელი უორენ ბაფეტი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სამეულიდან გამოვარდა. აღნიშნულ შედეგებს Bloomberg Billionaires Index-ი აქვეყნებს.

ბაფეტი სამეულში Amazon-ის დამაარსებელმა ჯეფ ბეზოსმა ჩაანაცვლა.

Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, 21 ივლისის მონაცემებით, ჯეფ ბეზოსის ქონება 65,1 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო უორენ ბაფეტის – 65 მილიარდ აშშ დოლარს.

სარეიტინგო სააგენტო, ბეზოსის უპირატესობას იმით ხსნის, რომ ბაფეტი აქტიური ქველმოქმედია. ივლისის შუა პერიოდში მილიარდერმა ქველმოქმედებაში 2,9 მილიარდი აშშ დოლარი ჩადო. აგრეთვე მან ყოველწლიური შესაწირის სახით, ბილ გეიტსისა და მისი მეუღლის მელინდა გეიტსის საქველმოქმედო ფონდში, 2,2 მილიარდი აშშ დოლარის საერთო ღირებულების აქციები ჩადო.

წყარო: iBusiness