04/05/2024
Latest:
საზოგადოება

უპრეცედენტო ფაქტი – ბანკიდან მეანაბრის კუთვნილი 2 მილიონი გაქრა

სკანდალი საბანკო სისტემაში. “პრაიმტაიმისთვის” ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი ბანკიდან მეანაბრის კუთვნილი 2 მილიონი ლარი გაუჩინარდა.

საქმე ეხება კომპანია “ბი ელ ბი” (BLB)-ის კუთვნილ თანხას. ინფორმაციას კომპანიაშიც გვიდასტურებენ, თუმცა განმარტავენ, რომ საქმის დეტალებზე ხვალ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრებენ, სადაც ცნობილი გახდება, თუ რომელ ბანკზეა საუბარი.

“ეს გახლავთ საქართველოს საბანკო სისტემაში, ერთ-ერთი საბანკო დაწესებულების მიერ მეანაბრის უფლებათა დარღვევის უპრეცედენტო ფაქტი. ბანკმა მიითვისა ამ საბანკო დაწესებულებაში განთავსებული მეანაბრის 2 000,000 მლნ ლარამდე თანხა. კომპანიის მმართველი პარტნიორი კახა შარაბიძე დეტალებს პრესკონფერენციაზე გააცნობს ჟურნალისტებს. ჩვენი მიზანია, ბანკში განხორციელებული თანხის დაუფლების სქემის დეტალების გაშლით მოვახდინოთ ამ ბანკის სხვა მეანაბრეთა გაფრთხილება, მათი უფლებების განმარტება, სხვა შესაძლო დარღვევების პრევენცია და დროული აღმოფხვრა, თუკი ასეთი იგეგმებოდა, ან უკვე განხორციელდა. შესაბამისად გაჟღერებული იქნება ბანკის სახელი და სხვა საინტერესო დეტალები. პრესკონფერენციაზე, ნაჩვენები იქნება ბანკის მოხელეთა მიერ მეანაბრის თანხის მითვისების სქემა”, – განმარტავენ კომპანია “ბი ელ ბი”-ში.

primetimenews.ge