03/05/2024
Latest:
მსოფლიო

Samsung 2017 წელს უპრეცედენტო, მოქნილი ეკრანის მქონე ჭკვიან ტელეფონს გამოუშვებს

კომპანია Samsung Electronics-ი 2017 წლის ბოლოს ჭკვიანი ტელეფონების ახალ, მოქნილი ეკრანის მქონე მოდელებს წარადგენს, – აღნიშნულის შესახებ Bloomberg წერს.

ერთ-ერთი მოდელი შუაზე გაიხსნება, როგორც ქალის პუდრის კოლოფი. მეორე მოდელს კი ჩვეულებრივი ჭკვიანი ტელეფონის იერი ექნება, 5-დუიმიანი დიაგონალური ეკრანით, თუმცა მთავარი სიახლე ისაა, რომ მოწყობილობის კორპუსს 8-დუიმიან პლანშეტად ფორმირების ფუნქცია ექნება.

Bloomberg-ი მკითხველს ახსენებს, რომ სამსუნგი მობილური მოწყობილობების OLED ეკრანის უმსხვილესი მიმწოდებელია. აღნიშნული სიახლეების ფონზე, სააგენტო მიიჩნევს, რომ სამსუნგი iPhone-ს მომხმარებელთა ნახევარს თავის მხარეს გადაიყვანს.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კომპანია Samsung-ი მოქნილი ეკრანისმქონე ჭკვიანი ტელეფონების გამოშვებას აპირებდა, 2015 წლის ნოემბრის თვეში გაცხადდა.

“მსგავსმა ჭკვიანმა ტელეფონებმა შეიძლება მოწყობილობების მთელი ბაზრის ცვლილება გამოიწვიოს”, – წერს Bloomebrg-ის ანალიტიკოსი. მისი თქმით, მომავალ წელს ეს უკვე შესაძლებელი იქნება.