„ისტორიაში არცერთ სხვა პრეზიდენტს არ მოუხრია ქედი რუსი დიქტატორის წინაშე” – ჯო ბაიდენი ტრამპზე
ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ნატო-ს მოკავშირეებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება სისულელე, სამარცხვინო და არაამერიკულია, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.
„ისტორიაში არცერთ სხვა პრეზიდენტს არ მოუხრია ქედი რუსი დიქტატორის წინაშე. ეს სისულელეა. ეს სამარცხვინოა. ეს საშიშია. ეს არაამერიკული”, – აღნიშნა ბაიდენმა.
მისი თქმით, ტრამპის კომენტარი კიდევ უფრო ხაზს უსვამს, როგორი აუცილებელია აშშ-ის მიერ მოკავშირეებისთვის 95 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის გადაცემა, რომელიც სენატმა უკვე დაამტკიცა და ახლა წარმომადგენელთა პალატამ უნდა დაამტკიცოს.
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა, შესაძლოა, არ დაიცვას ნატო-ს ის მოკავშირეები რუსეთის პოტენციური შეჭრისგან, რომლებიც საკმარისს არ ხარჯავენ საკუთარ თავდაცვაზე და მეტიც, შესაძლოა, წაახალისოს რუსეთი.