”ვითიბი” ბანკის თასზე საცხენოსნო ტურნირი იწყება
17 – 19 ივნისს, თბილისის იპოდრომზე ”ვითიბი ბანკის” თასზე – VTB CUP მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი გაიმართება. შეჯიბრში წარმოდგენილი იქნება – წინაღობათა გადალახვა, რომლის გენერალური სპონსორიც “ვითიბი ბანკია”.
ტურნირის ორგანიზატორია საქართველოს საცხენოსნო სპორტის ფედერაცია.
”ვითიბი ბანკის” მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ტურნირში მონაწილეობას იღებენ მხედრები – საქართველოდან და ირანიდან. მსაჯთა კოლეგიაში წარმოდგენილი იქნებიან- ქართველი, პოლონელი, ლიტველი და თურქი მსაჯები. დასწრება თავისუფალია.
“ვითიბი ბანკის” ვიცე პრეზიდენტის გიორგი ბარკალაიას განცხადებით, ”ვითიბი ბანკი” აქტიურად აგრძელებს ქართული სპორტის მხარდაჭერას და მიიჩნევს, რომ სპორტის ამ სახეობის განვითარება მნიშვნლოვანია.
”ვითიბი ბანკი” აქტიურად აგრძელებს ქართული სპორტის მხარდაჭერას, უკვე მესამე წელია ამ ტურნირის გენერალური სპონსორები ვართ და ამასთან ერთდ საცხენოსნო სპორტის ფედერაციას 2013 წლიდან ვუჭერთ მხარს. ვთვლით,რომ სპორტის ამ სახეობის განვითარება მნიშვნელოვანია. ვისურვებდით მეტი ადამიანი დაკავდეს სპორტის ამ სახეობით. ეს ტურნირიც, “ვითიბის თასზე”, სწორედ ამ მიზანს ემსახურება”, – განაცხადა გიორგი ბარკალაიამ.