საზოგადოება

ბიძინა ივანიშვილი კეზერაშვილის და „სენტა ჯგუფის“ საქმეზე – სამართლიანობის აღდგენაზე კითხვები არსებობს

სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით, კითხვების არსებობა, ჩემი აზრით, ობიექტურია. მეც ვიცი, რომ დარჩენილია მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, ვისაც ასევთქვათ, ეს მოლოდინი მობეზრდა. ძალიან ბევრი საქმეა პროკურატურაში და ამ მიმართულებით მიდის მუშაობა. ათასობით საქმე დასახელდა. მაგრამ დამოკიდებულებასამართლიანობის აღდგენის მიმართ, დამოკიდებულება, რაც შეიქმნა ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდგომ, გრძელება. ვერავინ იტყვის იმას, რომ ეს პროცესი გადადებულია.კონკრეტულ ქეისებაზე მე ვერ გიპასუხებთ. ზოგადად, სამართლიანობის აღდგენას რაც შეეხება, ქონებრივში, ნაწილობრივ გეთანხმებით. თქვენც შეგიძლიათ ჟურნალისტებსთქვენი საქმიანობით პროკურატურა ზედმეტად შეაწუხოთ და გაააქტიუროთ.” – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა დღეს, მედიასთან შეხვედრისასაიპრესისმიერ დასმულ კითხვაზე.

 “აიპრესი” : ბატონო ბიძინა, 2015 წლის დეკემბერში თქვენ ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადეთ, რომ ძალიან გაჭაინურდა ქონებრივი სამართლიანობის აღდგენა. იქვე აღნიშნეთ, რომ ეს ვალდებულება გქონდათ ამომრჩევლის წინაშე როგორც პირადად თქვენ, ასევე თქვენს მთლიან გუნდს, როდესაც ხელისუფლებაში მოდიოდით.

 თქვენთან მოსვლამდე მე დავრეკე უამრავ ბიზნესმენთან  და კომპანიასთან, რომელთა შესახებაც მე ადრე ვწერდი, მათთვის უკანონოდ ჩამორთმეული ქონება მაქვს მხედველობაში.  შემიძლია ჩამოგითვალოთ, უამრავია ასეთი, მაგალითად  “სენტა პეტროლიუმის” ჯგუფი, რომელშიც კეზერაშვილი ფიგურირებს, სხავათაშორის, რამდენიმე დღის წინ, ამ საქმეში კეზერაშვილის მოადგილემ მისცა კეზერაშვილის წინააღმდეგ ჩვენება, ანალოგიურია ბიზნესმენ შიოლაშვილის საქმე და კიდევ უამრავი სხვა.

ამ ადამიანებისთვის უკვე გავიდა ის ოთხი წელი. ახალი არჩევნები მოგვადგა კარს და მათ მიმართ არ აღდგენილა სამართლიანობა. თქვენ თუ მეტყვით, რომ პროკურატურაში შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, მე გიპასუხებთ, რომ ამ ჯგუფის მიერ დაბრუნდა პატარა მიწის ნაკვეთები და რამდენიმე მანქანა.  მე გეკითხებით სამართლიანობის აღდგენაზე რეზონანსულ საქმეებში…

ბიძინა ივანიშვილი: კიდევ ერთხელ ჩამომითვალეთ, რომელ რეზონანსულ საქმეებს გულისხმობთ?

აიპრესი“:  ისეთ საქმეებს, სადაც ფიგურირებენ კეზერაშვილი, დავით ახალია, ზურაბ ადეიშვილი

ბიძინა ივანიშვილი: დევნაში არიან ისინი ყველანი.

აიპრესი“:  ვიცით, რომ დევნაში არიან, მაგრამ მათი დევნით ამათი სამართლიანობა არ აღდგენილა, არ დაბრუნებიათ უკანონოდ ჩამორთმეული ქონება. მათ და მეც, როგორც ამ საქმეებზე მომუშავე ჟურნალისტს, მაინტერესბს, როდის აღდგება სამართლიანობა?

ბიძინა ივანიშვილი: როდის დაუბრუნდებათ ქონება, ხო?

აიპრესი“: დიახ და ამ არჩევნებზე როგორი იქნება თქვენი და იმ პარტიის პოზიცია, რომლის დამფუძნებელიც ბრძანდებით. რას სთავაზობთ ამ ადამიანებს?

ბიძინა ივანიშვილი: ამ კითხვების არსებობა, ჩემი აზრით, ობიექტურია. მეც ვიცი, რომ დარჩენილია მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, ვისაც ასე ვთქვათ, ეს მოლოდინი მობეზრდა. ძალიან ბევრი საქმეა პროკურატურაში და ამ მიმართულებით მიდის მუშაობა. ათასობით საქმე დასახელდა. მაგრამ დამოკიდებულება სამართლიანობის აღდგენის მიმართ, დამოკიდებულება, რაც შეიქმნა ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდგომ, გრძელება. ვერავინ იტყვის იმას, რომ ეს პროცესი გადადებულია. კონკრეტულ ქეისებაზე მე ვერ გიპასუხებთ. ზოგადად, სამართლიანობის აღდგენას რაც შეეხება, ქონებრივში, ნაწილობრივ გეთანხმებით. თქვენც შეგიძლიათ ჟურნალისტებს თქვენი საქმიანობით პროკურატურა ზედმეტად შეაწუხოთ და გაააქტიუროთ.

აიპრესი” : ვაწუხებთ, მაგრამ პასუხი არ აქვთ…

ბიძინა ივანიშვილი: ზოგადად, სამართლიანობის აღდგენას რაც შეეხება, ხალხს ეს დამოკიდებულება ჰქონდა იმ ძალადობასთან, რაც ხდებოდა. საზოგადოებას განცდა აქვს, რომ სამართლიანობის აღდგენა არ მოხდა სრულყოფილად.

ყოფილი პრემიერმინისტრი გახლავთ ციხეში, თავდაცვის მინისტრიც, ქალაქის მერი, მთავარი პროკურორი დევნაშია და ა.შ. დღეს, არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ საქართველო დემოკრატიული მიმართულებით ვითარდება. 1 წელი ვიყავი პრემიერი და დროის 90%-ს ვხარჯავდი იმაში, რომ ჩვენი პარტნიორებისთვის, ამერიკელებისთვის, ევროპელებისთვის ობიექტური პასუხი გამეცა, რა და როგორ ხდებოდა. იმდენად აღშფოთებულები იყვნენ, რომ ეს არის პოლიტიკური დევნის პროცესი, რომ ამ „ანგელოზებს“ როგორ შეიძლება…

 დღეს,  გავიდა 4 წელი და თითქმის ყველა შეეგუა და ყველამ გაიგო, რა ხდებოდა რეალურად საქართველოში. თუმცა, სამართლიანობის აღდგენის მიმართულებით კითხვები არსებობს და მე ვიცი, რომ განცდაც არსებობს და რატომ არსებობს ეს განცდა, მე  მაგალითსაც მოვიყვან.

გეტყვით,  რატომ არსებობს საზოგადოებაში განცდა, რომ სამართლიანობა არ აღდგენილა. იმიტომ, რომ ისინი ისევ ძალადობენ თავიანთი მედიასაშუალებებით. მენტალურად ძალადობენ საზოგადოებაზე, როგორც ძალადობდნენ ადრე, მთელი სახელისუფლებო სისტემის დახმარებით. დღეს ისევ ეს ხალხი გამოდის და ჭკუას გვაწვალის,  ეს უზნეო ხალხი ზნეობაზე გვესაუბრება დღეს და მოსახლეობა აღშფოთებულია. აი ერთ მაგალითს მოგიყვანთ მხოლოდ, გახსოვთ ხომ მიშა მაჭავარიანი, ხის გადარგვაზე როგორი ანეგდოტური სიტუაცია დააყენა? გამოდის მაჭავარიანი და ამბობს,  მიშა მაჭავარიანი  ამბობს, საყდრისი ხომ ეპატიაო, ხის გადარგვა ხომ ეპატიაო და ბოტანიკური არ ეპატიებაო. მე მეუბნება, ბოტანიკური არ ეპატიებაო. ახლა მაჭავარიანი ავიღოთ და სამართლიანობის აღდგენა.  სხვათა შორის თქვენს კითხვას ესადაგება ეს.  იგივე პროკურატურაში, ძალიან ბევრმა იცის, რომ ვიღაცას რაღაც წაართვეს, ვიღაცას რაღაც დააკლეს,  ვიღაცას რაღაც დაუზიანეს, მაგრამ პროკურატურას ჭირდება ჩვენებები და  ამ ყველაფრის დასაბუთება, სხვანაირად სასამართლოც არ მიიღებს. ძლიან  ხშირად, არ არის მოწმე, არ არის მტკიცებულებები და ა.შ.

მიშა მაჭავარიანი, რომელიც მე მახსენებს და საყდრისზე მიმანიშნებს, საყდრისს რომ მიხსენებს, ამით იმაზე მიანიშნებს, თითქოს მე კულტურა დავანგრიე , თურმე ბუნებაც ხო გავანადგურე, და აი ახლა ამას აღარ ვაპატიებთო, ჩემზე ამბობს მიშა მაჭავარიანი, რომელიც კარგად ვიცით, რითიცაა ცნობილი. ხალხის ხმებს იპარავდნენ, ყველაზე მაგარი მომპარავი იყო. ხოდა გამოდის ახლა და ჩემზე მიანიშნებს. ჰოდა საზოგადოება ღიზიანდება, მაგრამ მიდით ახლა დაუმტკიცეთ მიშა მაჭავარიანს, რომ  ხალხის  ხმებს იპარავდა. ეს პრობლემაა პროკურატურისთვის. ამ მხრივაც პრობლემებია. ყველამ იცის საზოგადოებაში, ვისაც არ უნდა ჰკითხო, ვინცაა მიშა მაჭავარიანი, ყველაზე მაგარი გამყალბებელია, ბოლო იმედს რომ პარავდა ხალხს, მიშა მაჭავარიანი ისაა და ახლა იქედან მე ზნეობაზე მესაუბრება.

დღეს, ერთადერთი გზა არის სასამართლო, ამ მიმართულებით უნდა იყოს წინსვლა და ამ მიმართულებით განვვითარდეთ. მომავალში უკეთესი სასამართლო გვინდა. ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი.