17/05/2024
Latest:
საზოგადოება

“ვიზიარებ სტუდენტების პროტესტს მაგრამ არ შეიძლება ასეთ დაძაბულ რეჟიმში გადაწყვეტილების მიღება”

თავიდან ბოლომდე საქმის კურსში ვარ მიმდინარე პროცესების შესახებ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს თსუ-ში მიმდინარე მოვლენებზე კომენტირებისას განუცხადა.

მისივე განმარტებით, ძალიან მნიშვნელოვანია სტუდენტების აზრის გათვალისწინება მომავალი რეფორმისთვის.

“ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტუდენტების აზრი და მათი აზრი აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული იმ რეფორმებში, რომელიც არის შემადგენელი ნაწილი ჩვენი მთავრობის ახალი ოთხპუნქტიანი გეგმის. როგორც უნივერისტეტი, ასევე საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა საჭიროებს ფუნდამენტურ ცვლილებებს და რა თქმა უნდა, ვიზიარებ ერთი მხრივ სტუდენტების პროტესტს ამის თაობაზე, მაგრამ მეორე მხრივ, არ შეიძლება სიტუაციის ესკალაციით და ასეთ დაძაბულ რეჟიმში რაიმე გადაწყვეტილების მიღება. მას შემდეგ, რაც დაწყნარდება სიტუაცია, მინდა ვთხოვო ჩვენს შვილებს, ჩვენს ახალგაზრდებს, რომ გავატაროთ ის ცვლილებები, რომელსაც ისინი ითხოვენ და მე აბსოლუტურად ვიზიარებ მათ სულისკვეთებას. უმაღლესი განათლება საჭიროებს ფუნდამენტურ ცვლილებებს. ჩვენ მზად ვართ, უბრალოდ ამას სჭირდება დრო და ამას ჩვენ გავაკეთებთ”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

აღნიშნული განცხადება პრემიერმა ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა.