მსოფლიო

ყაზახეთში სექსის სამინისტრო შეიქმნება და სექსი დაიბეგრება

ყაზახეთის მთავრობა ქვეყანაში სექსისა და დემოგრაფიის სამინისტროს ჩამოყალიბებას განიხილავს. ამის შესახებ Nur.kz წერს.

აღნიშნული სახელმწიფო ინსტიტუტის შესაქმნელად, მთავრობას ცენტრალური აზიის ადამიანის უფლებათა მუსლიმურმა კომიტეტმა და ყაზახეთის მუსლიმთა კავშირმა მიმართა.

ინიციატივის ავტორები აცხადებენ, რომ სექსის სამინისტრომ აუცილებლად უნდა შეიმუშაოს შობადობის გაზრდისა და სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიდგომები.

გარდა ამისა, სექსისა და დემოგრაფიის სამინისტრომ უნდა შექმნას „საზოგადოებრივი ლიბიდოს მართვის მეთოდები“.

„არსებული სიტუაცია ქვეყანაში საგანგაშოა. სექსუალურ ძალადობას არა მარტო ზრდასრულები, მცირეწლოვანებიც განიცდიან. პედოფილიის მასშტაბები უკვე საგანგაშოა. სექსუალურმა ტერორმა სასწავლო დაწესებულებებსა და სახელმწიფო უწყებებშიც შეაღწია“, – აღნიშნულია ყაზახ მუსლიმთა კავშირის წერილში, რომელიც ყაზახეთის პრემიერ-მინისტრ ბაკიტჯან საგინტაევს უკვე გაეგზავნა.

აღსანიშნავია, რომ ყაზახ მუსლიმთა კავშირი გასულ პერიოდში ინიციატივით გამოდიოდა, სექსუალური კავშირები დაბეგრილიყო. შემოსული თანხა კი, ვენერიული დაავადებების ბრძოლას და ადგილობრივი მოსახლეობის რეპროდუქტიულ ჯანმრთელობას მოხმარებოდა.

წყარო: info9.ge