09/05/2024
Latest:
მსოფლიო

Zara-ს დამაარსებელმა ცათამბჯენი 551 მლნ დოლარად იყიდა

Zara-ს დამაარსებელმა ამანსიო ორტეგამ, მადრიდის საქმიან ცენტრში მდებარე ცათამბჯენი Torre Cepsa შეიძინა.

შენაძენი ორტეგას 551 მლნ დოლარი დაუჯდა. როგორ საერთაშორისო მედია წერს, ეს შენაძენი წინ გადადგმული ნაბიჯია, რადგანაც ორტეგას უძრავი ქონების იმპერტიის შექნა სურს.

გარიგებაში ორტეგას ესპანური კომპანია Pontegadea Inmobiliaria დაეხმარა, რომელიც მილიარდელის ჰოლდინგPontegadea Inversiones-ში შემავალი კომპანიაა. აღსანიშნავია, რომ Forbes-ის ვერსიით ამანსიო ორტეგა უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგში მესამე პოზიციაზეა. მისი ქონება 67 მლრდ დოლარადაა შეფასებული.

ორტეგა უკვე ფლობს შენობებს ლონდონში, ნიუ-იორკში და სეულში. ამ უძრავი ქონების უდიდესი ნაწილი მილიარდელს მიქირავებული აქვს Inditex-თვის, H&M-თვის და სხვა ცნობილი ბრენდებისთვის.

წყარო: bpi.ge