Goldman Sachs – 2017 წლის დასაწყისში ნავთობზე ფასი 10 დოლარით გაიზრდება
2017 წლის დასაწყისში ნავთობის ფასი 10 დოლარზე მეტით არ გაიზრდება.
Goldman Sachs-ის ანალიტიკოსთა პროგნოზით, ოპეკ-ის წევრი ქვეყნების შეთანხმება ნავთობის მოპოვების შემცირებასთან დაკავშირებით,დ ადებითად აისახება „შავი ოქროს“ ფასზე. თუმცა, ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში ოპეკ-ის გარიგება ჩავარდება.
Goldman Sachs-ის ანგარიშის თანახმად, ოპეკ-ის შეთანხმება ნავთობზე ფასების ზრდას მხოლოდ 2017 წლის პირველ ნახევარში გამოიწვევს და ისიც მხოლოდ 7-10 დოლარი.
„შეთანხმების მკაცრი დაცვის პირობებში, ნავთობის მოპოვების შემცირება დღე-ღამეში 480 ათასიდან 980 ათას ბარელამდე იქნება“, – ნათქვამია ანგარიშში.
Goldman Sachs-ის ანგარიშის თანხმად, 2016 წლის ბოლოსთვის WTI-ის ნავთობის ფასი ბარელზე 43 დოლარი იქნება, 2017 წელს კი 53 დოლარს მიაღწევს.
ალჟირში 28 სექტემბერს გამართულ შეკრებაზე ოპეკ-ის წევრი ქვეყნები შეთხნამდნენ, რომ ნავთობის მოპოვებას დღე-ღამეში 32,5-33 მილიონ ბარელამდე შეამცირებდბენ. ამჟამად ნავთობის მოპოვება დღე-ღამეში 33,24 მილიონ ბარელს შეადგენს.
წყარო: BPN