iPhone-ის კოპირებისთვის კომპანია Samsung 548 მილიონს გადაიხდის
Samsung-სა და Apple-ს შორის 2011 წელს დაწყებული სასამართლო მხოლოდ ახლა გადის ბოლოში. გადაწყვეტილების თანახმად, iPhone-ის კოპირებისთვის Samsung 548 მილიონს 10 დღის განმავლობაში გადაიხდის.
2011 წლის შემდეგ, როდესაც Apple-მა პირველად განაცხადა მისი სმარტფონის კოპირების შესახებ, ჯარიმის ოდენობა მუდმივად იცვლებოდა. თავდაპირველად კომპანიამ 2,5 მილიარდი მოითხოვა, საბოლოოდ ეს თანხა 1 მილიარდამდე შემცირდა, ამჟამად კი სამხრეთკორეული კომპანია თანხის ნახევრის გადახდას დათანხმდა.
კონკრეტული ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები, რომლებიც Samsung-მა Apple-ს „მოპარა“ არის ეკრანზე ორჯერ დაჭერით ფოტოს გადიდება და სხვადასხვა მულტითაჩ-ჟესტები.