02/05/2024
Latest:
საზოგადოება

ზაურ ციხელაშვილი: საქართველოდან ირანში წყლის გადატუმბვა დაუშვებელია

ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორმა ზაურ ციხელაშვილმა „რეპორტიორის” პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ირანში საქართველოდან წყლის გადატუმბვასთან დაკავშირებით ისაუბრა. ციხელაშვილის განცხადებით, აღნიშნული პროექტის განხორციელება დაუშვებელია, რადგან ქვეყანაში ეკოლოგიურ და სხვა პრობლემებს გამოიწვევს.

„ირანში წყლის გადატუმბვასთან დაკავშირებით საუბარი რამდენიმე წლის წინ დაიწყო, თუმცა პროექტის განხორციელება დღემდე არ დაწყებულა. თუმცა, საკითხი კვლავ აქტუალურია. უნდათ, რომ ირანში ურმიის ტბა დასავლეთ საქართველოს წყალუხვი მდინარეებიდან წყლის გადატუმბვით შეავსონ. აღნიშნულ საკითხში ირანმა მილიარდ-ნახევარი უნდა გადაიხადოს.

აუცილებელია, საზოგადოებამ გაიგოს, რა მოხდება, თუ ეს პროექტი განხორციელდა. ეს არის საზარელი კატასტროფა და წინასწარ უნდა აღვკვეთოთ. მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ მომხდარა მსგავსი პრეცედენტი, რომ მდინარის წყლები წაეღოთ მეორე ქვეყანაში. ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში შეიცვლება ეკოლოგიური მდგომარეობა, გარემო და კლიმატი.

თუ წყლის მიწოდება გვინდა უცხო ქვეყნებისთვის, ამისათვის მილებით კი არ უნდა გადავტუმბოთ, უნდა ვაწარმოოთ ჩვენს ქვეყანაში და გავყიდოთ, რაც გამოიწვევს ჩვენი ეკონომიკის გაზრდას და სამუშაო ადგილების შექმნას. ქვეყანაც უფრო მოიგებს”, –განაცხადა ციხელაშვილმა.

წყარო: reportiori.ge