26/04/2024
Latest:
საზოგადოება

ბათუმში Zveri-ს კონცერტი 29 აგვისტოს გაიმართება

ბათუმში პოპულარული რუსული ჯგუფის Zveri-ს (Звери) კონცერტი 29 აგვისტოს გაიმართება. ლაივ კონცერტი Check in Georgia ფარგლებში ბათუმის ჩოგბურთის კლუბში ჩატარდება.

ბილეთების რეალიზაცია კი www.tkt.ge -ს საშუალებით მოხდება. Zveri-ს კონცერტი ჩოგბურთის კლუბში 19:00 საათზე დაიწყება.

Zveri-ი რუსულ შოუბიზნესში 15 წელია მოღვაწეობნს. ის 2001 წელს რომან ბილიკის მიერ შეიქმნა, რომელიც საზოგადოებაში ცნობილია, როგორც რომან ზვერი. ჯგუფი არაერთი მუსიკალური ნომინაციის მფლობელია, მათ შორის MTV Europe Music Awards-ის, როგორც „რუსეთის საუკეთესო შემსრლებელი“.