06/05/2024
Latest:
სხვა

ლატვიის ოფიციალურმა სტრუქტურამ მოახდინა პრევენციული ეფექტის ზეწოლა ქართველ დეპუტატზე – მამუკა მდინარაძე ბექა ოდიშარიასთვის ლატვიის საპატიო კონსულის წოდების ჩამორთმევაზე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინაარძემ  ლატვიის საელჩოს მიერ დეპუტატ ბექა ოდიშარიასთვის საპატიო კონსულის წოდების ჩამორთმევის ფაქტი  შეაფასა.

მისი თქმით, „ეს არის კიდევ ერთი ზეწოლის ღონისძიება ქართველ დეპუტატზე“.

„ლატვიის ოფიციალურმა სტრუქტურამ ამით მოახდინა პრევენციული ეფექტის ზეწოლა ქართველ დეპუტატზე და საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაში აშკარა მცდელობა, იქიდან გამომდინარე, რომ განსაზღვროს ბექა ოდიშარიას თუ სხვა დეპუტატების მოქმედება, რომ მათ ვერ მიიღონ დამოუკიდებელი გადაწყვეტილება და გადაწყვეტილებები მიიღონ საერთაშორისო ზეწოლის ქვეშ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარის დატოვება