სხვა

“ევროპის რეზოლუციების ჩალის ფასობა და რუსული ფრენების უზენაესობა არის პრობლემა, რომელიც საქართველოს აწუხებს ახლა” – იაგო ხვიჩია

ევროინტეგრაციას რომ საფრთხე ემუქრება, მგონი აქამდეც ვიცოდით და მთავარი პრობლემაც სწორედ ის არის, ხელისუფლება რომ ამბობს, ევროპის რეზოლუციებს ჩალის ფასი აქვსო, – ამის შესახებ „გირჩის” დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ  განაცხადა.

„ევროინტეგრაციას რომ საფრთხე ემუქრება, მგონი აქამდეც ვიცოდით და მთავარი პრობლემაც სწორედ ის არის, ხელისუფლება რომ ამბობს, ევროპის რეზოლუციებს ჩალის ფასი აქვსო. ევროპის რეზოლუციების ჩალის ფასობა და რუსული ფრენების უზენაესობა არის პრობლემა, რომელიც საქართველოს აწუხებს ახლა.

თუ შენ მეგობრების სიტყვას არქმევ ჩალის ფასს, ავტომატურად გამოდის, რომ მტრის სიტყვას შენთვის მნიშვნელობა აქვს, სამწუხაროდ”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

კომენტარის დატოვება