სხვა

17 აგვისტოს „საცხენოსნო ფესტივალი ბოლნისში“ გაიმართება

17 აგვისტოს, 13:00 საათზე, სოფელ დისველში „საცხენოსნო ფესტივალი ბოლნისში“ გაიმართება, – ინფორმაციის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, ფესტივალი  ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და საქართველოს საცხენოსნო ხალხური თამაშობების განვითარების ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით გაიმართება.

შეჯიბრება დოღსა და მარულაში შემდეგ დისტანციებზე გაიმართება: 1 600, 2 000 და 4 000 მეტრი.

გამარჯვებულებს გადაეცემათ თასები, მედლები და ფულადი ჯილდო.

კომენტარის დატოვება