19/05/2024
Latest:
სხვა

“არ არსებობს არანაირი “შუაშისტური” და სხვა ოპოზიციური პარტია” – დავით მათიკაშვილი

არანაირი კოალიცია და არანაირი „შუაშისტური“ პარტია არ არსებობს, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ დაშლილ მდგომარეობაში არჩევნებამდე – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ყველა პარტიული წარმონაქმნი კოლექტიური “ნაცმოძრაობის” ნაწილს წარმოადგენს.

„ეს არის 2×2=4. საზოგადოებას კარგად ესმის, რომ არ არსებობს არანაირი “შუაშისტური” და სხვა ოპოზიციური პარტია, ყველა პარტიული წარმონაქმნი წარმოადგენს კოლექტიური “ნაცმოძრაობის” ნაწილს. ახლა არის მცდელობა, რომ დაშლილი სახით გადააპარონ 5%-იან ბარიერს და შემდეგ თუკი ამას მიაღწევენ, კოალიციის სახით მოხდეს პარლამენტში მათი შეკვრა, რაც პრინციპში არის მარტივად გაშიფვრადი გეგმა, რომელსაც ელემენტარულად რეალიზების არანაირი შანსი არ აქვს.

სიტყვა კოალიცია არის მოგონილი, თითიდან გამოწოვილი სახელი. არანაირი კოალიცია არ არსებობს. აქ კოალიციაზე კი არ არის საუბარი, ეს არის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” დაშლილ მდგომარეობაში არჩევნებამდე და სურვილი, ააწყონ ეს პარტია კვლავ “ნაციონალურ მოძრაობად” შემდეგ პარლამენტში და დაარქვან მას კოალიცია. ამის არანაირი რესურსი არ გააჩნიათ. ელექტორალური მხარდაჭერა ძალზედ დაბალი აქვთ, ამ ვითომ “შუაშისტურ” პარტიებს შეიძლება 5%-იანი ბარიერის გადალახვაც კი გაუჭირდეთ,” – განაცხადა მათიკაშვილმა.

 

კომენტარის დატოვება