ეკონომიკა

2016 წელს რუსეთი აფხაზეთში 4,7 მილიარდი რუბლის ინვესტიციებს განახორციელებს

2016 წლის განმავლობაში, რუსეთი აფხაზეთში 4,7 მილიარდი რუბლის ინვესტიციას განახორციელებს, – აღნიშნულის შესახებ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა ალექსანდრ ხლოპონინმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული რესურსი მოხმარდება აფხაზეთში 35 ღონისძიების განხორციელებას, რომელსაც 2016 წლის საინვესტიციო პროგრამა მოიცავს. აღნიშნული თანხა ორჯერ აღემატება იმ თანხას, რომელიც რუსეთმა 2015 წელს აფხაზეთისათვის გამოყო.

მან აგრეთვე განაცხადა, რომ მომდევნო წელს მთავრობათასშორისი თანამშრომლობა შეიცვლება.

www.ipress.ge