03/05/2024
Latest:
პოლიტიკასაზოგადოება

რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში უკვე 21 326 კომპანია დააფუძნეს – TI

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 21 326 კომპანია დააფუძნეს, რაც წინა 27 წლის მაჩვენებელს 3-ჯერ აღემატება – ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, 1995 წლის იანვრიდან 2022 წლის თებერვლის ჩათვლით, რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში 7 788 კომპანია დაფუძნდა, ხოლო 2022 წლის მარტიდან 2023 წლის ივნისის ჩათვლით ეს რაოდენობა გასამმაგდა. ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეები საქართველოში თვეში საშუალოდ 1 300 კომპანიას არეგისტრირებენ.

კომენტარის დატოვება