24/02/2024
Latest:
ეკონომიკა

5 რეკომანდაცია მთავრობას – ეკონომიკური ზრდის მისაღწევად ხისტი და არაპოპულარული ნაბიჯებია გადასადგმელი

ეკონომიკის საკითხებში ექსპერტი ლევან კალანდაძე მთავრობას ეკონომიკური ზრდის მისაღწევად ხისტი და არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმას ურჩევს.   ექსპერტის განმარტებით, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის წინ ორი უმთავრესი გამოწვევა დგას: ფინანსურური სტაბილურობის საკითხი და საბიუჯეტო პროცესის ოპტიმიზაციის გზით ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ლევან კალადაძე მთავრობის ეკონომიკურ გუნდს შემდეგი რეკომენდაციების გათვალისწინებას ურჩევს:

„მოქალაქეებს, რომლებსაც ლარში აქვთ შემოსავალი, სესხები, მათ შორის იპოთეკური სესხები უცხოურ ვალუტაში უნდა შეიზღუდოს;

 სახელმწიფოს მხარდაჭერით და სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული ბიზნეს სესხები მხოლოდ ლარში უნდა გაიცეს;

2017 წლის ბიუჯეტის პროექტით განსაზღვრული სახეხელმწიფო ადმინისტრაციული ხარჯები უნდა შეიზღუდოს, რის საფუძველზე, შესაძლოა, 200-250 მლნ. ლარის ეკონომია გაკეთდეს;

  სასურველია 2017 წლის ბიუჯეტის პროექტით განსაზღვრულ საშემოსავლო ნაწილში არსებული რეზერვები გადაიხედოს და თამბაქოს, ავტომობოილების, ნავთობპროდუქტების აქციზი, ან რიგი მოსაკრებლების გაზრდის საკითხი იქნას განხილული, რითაც დამატებით 700-800 მლნ ლარის შემოსავალს მიიღებს სახელმწიფო;

შემჭიდროვებულ ვადებში სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული აქტივოვების, მათ შორის ე.წ. მსხვილი ინფრასტრუქტურული ობიექტების სრული ან ნაწილობრივ პრივატიზების საკითხი უნდა დაისვას. ამ გზით სახელმწიფო დამატებით 500-600 მლნ. ლარს მიიღებ“, – აცხადებს ლევან კალანდაძე.

წყარო: „პირველი“