5 ყველაზე მსხვილი ინვესტორი ქვეყანა საქართველოში
2016 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 103%-ით გაიზარდა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, აღნიშნულ პერიოდში უმსხვილესი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: აზერბაიჯანი 36%, თურქეთი 15%, გაერთიანებული სამეფო 12%, კორეა 9%, ნიდერლანდები კი 6%.
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში აზერბაიჯანიდან 137 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, თურქეთიდან – 57 მილიონი დოლარის, გაერთიანებული სამეფოდან – 44 მილიონი დოლარის. რაც შეეხება კორეას, ამ ქვეყანამ საქართველოში 32 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა, ნიდერლანდებმა კი 22 მილიონი დოლარის.
წყარო: bpn.ge