“6 თვეში აზერბაიჯანში $6,3 მილიარდის ინვესტიცია ჩაიდო”
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, 2016 წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში 6,3 მილიარდის უცხოური ინვესტიცია ჩაიდო.
„მიუხედავად მშპ-ს შემცირებისა პირველ ნახევარში, ჩვენ გვქონდა ზრდა მრეწველობაში, სოფლის მეურნეობის სფეროში, სანავთობო სექტორში. გასულ 6 თვეში ქვეყნის ეკონომიკაში 6,3 მლრდ აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდო“, – განაცხადა ალიევმა.
მისი თქმით, აზერბაიჯანი რჩება „მიმზიდველ ქვეყნად უცხოური ინვესტორებისთვის“.
წყარო: gbc.ge