მსოფლიო

23 ივლისს ლუკაშენკო პუტინს შეხვდება

23 ივლისს ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინსშეხვდება – ამის შესახებ ინფორმაციას ლუკაშენკოს პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრა კრემლში გაიმართება და მხარეები განიხილავენ უსაფრთხოების საკითხებს, საერთაშორისო დღის წესრიგს, ეკონომიკურ ურთიერთობას, ალიანსის პროგრამების განხორციელებას, სანქციებისადმი წინააღმდეგობასა და სხვა საკითხებს.

შეგახსენებთ, ლუკაშენკომ პუტინთან შეხვედრა 6 ივლისს დააანონსა. ბელარუსის პრეზიდენტმა მაშინ თქვა, რომ შეხვედრაზე განსახილველ საკითხებს შორის იქნება ვაგნერთან და მის ხელმძღვანელთან, ევგენი პრიგოჟინთან დაკავშირებული საკითხებიც.

კომენტარის დატოვება