23/05/2024
Latest:
მსოფლიო

Hilton-ის მფლობელი შესაძლოა ჩინური კომპანია გახდეს

Hilton Worldwide Holdings Inc-ის აქციების 25%-ის ყიდვას აპირებს ჩინური კონგლომერატი კომპანია HNA Group-ი, რომელიც საზღვაო და საავიაციო გადაზიდვების მომსახურებას აწარმოებს. აქციების ფასი ჯამში $6,5 მილიარდს შეადგენს.
 Hilton-ის აქციები, რომელიც თავის პორტფელში ბრენდებს Conrad Hotels & Resorts-ს, Curio-ს, Double-ს და თავად Hilton-ს აერთიანებს,  ამ განცხადების შემდეგ 3,71%-ით, $23,76-მდე გაიზარდა ორშაბათის ვაჭრობის დასაწყისში. HNA Group-თვის ეს წელს უკვე მეორე დაბანდებაა სასტუმროების ამერიკულ ბიზნესში.
აპრილში კომპანიამ შეიძინა კომპანია Carlson Hotels Inc-ი, რომელიც Radisson-ის ქსელის მფლობელია. ამ გარიგების ღირებულება არ გაჟღერებულა.
HNA Group-მა ასევე განაცხადა, რომ Hilton-ის უძრავი ქონების და თაიმშეარების სეგმენტების 25%-ის მფლობელიც გახდება, მას შემდეგ რაც ისინი დაიყოფა 2016 წლის ბოლოს.