ირანიდან შემოსული ვიზიტორების 400%-იანი ზრდა დაფიქსირდა
2016 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში ირანიდან შემოსული ვიზიტორების 400%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, საერთო ჯამში, საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ 6 თვეში 2 636 313 შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12,9%-ით მეტია.
ჩამოსვლების რაოდენობის განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა ასევე ინდოეთიდან (+350%), ფილიპინებიდან(+208%), ისრაელიდან (+ 95%), ჩინეთიდან (+57%) და უზბეკეთიდან (+31%).
საქართველომ ირანთან უვიზო რეჟიმი 2016 წლის 15 თებერვლიდან აღადგინა.