სხვა

იაპონია თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, ისრაელში არ გაემგზავრონ

იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, ისრაელში არ გაემგზავრონ, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

უწყება გადაწყვეტილების მიზეზად ახლო აღმოსავლეთის რეგიონში არსებულ დაძაბულ ვითარებას ასახელებს.

იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლიბანში მყოფ თავის მოქალაქეებს მოუწოდა, ქვეყანა დატოვონ.

შეგახსენებთ, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში დაძაბულობა ბეირუთში „ჰეზბოლას“ მეთაურის, ფუად შუკრისა და თეირანში „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შემდეგ გაიზარდა.

კომენტარის დატოვება