სხვა

რუსთავი-გარდაბანი-ვახტანგისის, 25 კილომეტრი სიგრძის გზას რეაბილიტაცია უტარდება

რუსთავი-გარდაბანი-ვახტანგისის, 25 კილომეტრი სიგრძის გზას რეაბილიტაცია უტარდება, -ამის შესახებ ინფორმაციას ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, პროექტი სამ ლოტადაა დაყოფილი, ამჟამად მეორე ლოტის სამუშაოები მიმდინარეობს რომლის ფარგლებშიც დაიგება ორი ფენა ასფალტ-ბეტონის გზის საფარი, განხორციელდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები და დამონტაჟდება საგზაო ნიშნები. აღსანიშნავია, რომ 6 კილომეტრი გზის ასფალტ-ბეტონის საფარი უკვე მოწყობილია.
სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ხორციელდება და მისი ჯამური ღირებულება 30 000 000 ლარს შეადგენ

კომენტარის დატოვება