04/05/2024
Latest:
სხვა

პერუს პრეზიდენტის სახლში ჩხრეკა ჩატარდა

პერუს პრეზიდენტის სახლში ჩხრეკა ჩატარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

პრეზიდენტის, დინა ბოლუარტეს სახლის ჩხრეკაში მონაწილეობა 40-მდე ოფიციალურმა პირმა მიიღო და ისინი ბოლუარტეს მიერ არადეკლარირებულ „როლექსის“ საათებს ეძებდნენ.

პოლიციამ ჩხრეკა დინა ბოლუარტეს წინააღმდეგ მიმდინარე კორუფციასთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში ჩაატარა.

 

კომენტარის დატოვება