24/02/2024
Latest:
საზოგადოება

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ტურისტული სეზონი შეაჯამა

 დღეს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენმა 2016 წლის ტურისტული სეზონი შეაჯამა და 9 თვის ანგარიში წარმოადგინა.

დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილმა ჟურნალისტებს აჭარაში უცხოელი ტურისტების ზრდის ტენდენციასა და სამიზნე ქვეყნების ბაზრების დივერსიფიკაციაზე ესაუბრა. ის ასევე შეეხო რეგიონის მიმართულებით გაზრდილი ფრენების რაოდენობასა და მზარდ სასტუმრო ინფრასტრუქტურას. თავმჯდომარემ ყურადღება დეპარტამენტის მიერ რეგიონში ტურისტების მოზიდვის მიზნით ჩატარებულ პიარკამპანიებსა და სერვისის გაუმჯობესების კუთხით განხორციელებულ პროექტებზეც გაამახვილა. შეხვედრას ესწრებოდა ტურიზმის ეროვნული ადმინიტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, რომელმაც საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების 9 თვის მონაცემებსა და ტურისტების მიერ ქვეყანაში დახარჯულ თანხებზე ისაუბრა. პრეზენტაციაზე იმყოფებოდნენ რეგიონში მოქმედი ადგილობრივი და ცენტრალური მედიის წარმომადგენლები.

„ აჭარას 8 თვის განმავლობაში 227, 342 უცხოელი ტურისტი სტუმრობდა, რაც 11,34%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ტურისტების რაოდენობა ჩვენ ვარაუდობთ, რომ გაცილებით მეტია, რადგან ეს ციფრი მხოლოდ აჭარაში რეგისტრირებული სასტუმროების მონაცემებს ეყრდნობა, თუმცა წლის ბოლოს ჩვენ ასევე გვეცოდინება თუ რამდენი ტურისტი დარჩა არარეგისტრირებულ სექტორშიც.

რაც შეეხება საზღვრის კვეთის მონაცემებს, აჭარას 9 თვის განმავლობაში 1 132 250 საერთაშორისო მოგზაური სტურმობდა. აქედან მხოლოდ საჰაერო გზით აჭარაში შემოსული საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა 114 169 შეადგენს, რაც 76,55%-იან მატებას გულისხმობს მიმდინარე წელი გამორჩეული იყო რეგიონში  საერთაშორისო ფრენების უპრეცედენტო რაოდენობითაც. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მხოლოდ ივლისის თვეში 300-ზე მეტი ავიარეისი 22 მიმართულებით შესრულდა.

დეპარტამენტმა პიარ და მარკეტინგული აქტივობები რეგიონში ტურისტების მოზიდვის მიზნით 10 სამიზნე ქვეყანაში აწარმოა, ონლაინ რეკლამებს, გარე რეკლამებს, რეგიონის ტურისტული პოტენციალის შესახებ სპეციალური გადაცემების მომზადებას, პრესს და ინფო ტურების ორგანიზებას, აჭარის დღეების გამართვასა და საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობას ითვალისწინებდა. ასევე, სამიზნე ქვეყნებში ფლეშმობების, კონკურსების, პრესს ლანჩების, პრესკონფერენციების, პრომო აქციების, გასტრო ტურებისა და  კულინარიული მასტერკლასების ჩატარებას,“ აღნიშნა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.