“ახალი ავტობუსები იქნება მნიშვნელოვნად კომფორტული”
ახალი ავტობუსები იქნება მნიშვნელოვნად კომფორტული, – ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ახალი ავტობუსები, ეტაპიბრივად სექტემბრიდან შემოვა.
”ველოდებით ახალ ავტობუსებს, როდესაც ახალი ავტომობუსები დაიწყებს სექტემბრიდან ეტაპობრივად ჩამოსვლას, ჩვენ მათ მარშრუტებსა და განრიგებზე კვლევას ვაკეთებთ. შესაბამისად, მარშრუტების ოპტიმიზაცია ნამდვილად იქნება, რათა ახალმა ავტობუსებმა გამართული მარშრუტით იმოძრაონ. ეს ავტობუსები იქნება მნიშვნელოვნად კომფორტული, როგორც კონდიცირების თვალსაზრისით, ასევე ბევრი სხვა თვალსაზრისით. ავტობუსები იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
მისივე თქმით, ზაფხულის განმავლობაში ერთობლივი მონიტორინგი გრძელდება სამარშუტო ტაქსებთან მიმართებაში, რათა მათ ჩართული ჰქონდეთ კონდიცირება.