საზოგადოება

ალექსანდრე თვალჭრელიძე: „ჯანსაღი კონკურენცია ყოველთვის კარგი და მისაღებია“

ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი კომპანია შემოვიდა. ჰუმანითი ჯორჯიამ მედიკამენტების პარტია რესპუბლიკურ საავადმყოფოს ჰუმანიტარულად გადასცა, ხოლო მოსახლეობისათვის მათი პროდუქცია მალე იქნება ხელმისაწვდომი.

ამ ფონზე ბაზარზე უკვე დამკვიდრებული მოთამაშეები პრობლემებზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ბაზარზე კრიზისია და მათ წაგებაზე უწევთ მუშაობა.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში  ალექსანდრე  თვალჭრელიძე მიიჩნევს, რომ ფარამცევტულ კომპანიებს შესაძლოა ჰქონდეთ კიდეც პრობლემები ლარის დევალვაციის გამო, ხოლო ახალ კომპანიას სწორად დაგეგმილი კამპანიის პირობებში აქვს შანსი ბაზარზე ადგილი დაიმკვიდროს:

„ფარმაცევტულ ბაზარს არ ვიცნობ, მაგრამ ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ ჯანსაღი  კონკურენცია ყოველთვის კარგი და მისაღებია. შესაძლებელია, ფარმაცევტულ კომპანიებს აქვთ უკმაყოფილების საბაბი, იგივე ლარის დევალვაციის გამო, მაგრამ ზემოგებებზე მუშაობენ და ახლა შედარებით ხელმოჭერილად იქნებიან. რაც შეეხება,  რამდენად მოახერხებს „ჰუმანითი ჯორჯია“ ძველი მოთამაშეებისათვის კონკურენციის გაწევას, თუ ახალი კომპანია ხარისხიან პიარ კამპანიას წარმართავს, ყველაფერი რიგზე იქნება“.