სხვა

” ამერიკა, მე შენ რაც შემეძლო, ყველაფერი მოგეცი” – ჯო ბაიდენი

„ჩემი ცხოვრების პატივი იყო, მემსახურა პრეზიდენტად. მიყვარს ჩემი სამუშაო, მაგრამ უფრო მიყვარს ჩემი ქვეყანა. ამერიკა, მე შენ რაც შემეძლო, ყველაფერი მოგეცი” – ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჩიკაგოში, დემოკრატიულ პარტიის ეროვნულ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ის კამალა ჰარისისა და ტიმ უოლცის კამპანიისთვის საუკეთესო მოხალისე იქნება.

„გპირდები, რომ ვიქნები საუკეთესო მოხალისე ჰარისისა და უოლცის კამპანიისთვის“, – განაცხადა ბაიდენმა.

მან 2021 წლის 6 იანვრის მოვლენებზეც ისაუბრა, როდესაც კაპიტოლიუმის შენობაზე შტურმი განხორციელდა.

„ამერიკაში პოლიტიკური ძალადობის ადგილი არ არის. არ შეიძლება მხოლოდ მაშინ თქვათ, რომ გიყვართ ეს ქვეყანა, როდესაც იმარჯვებთ“, – აღნიშნა ბაიდენმა.

 

 

კომენტარის დატოვება