ამერიკაში ბანკომატიდან ბარათის გარეშე თანხის გამოტანის სერვისი დანერგეს
ერთ-ერთი უმსხვილესი ამერიკული ბანკი, JPMORGAN Chase ბანკომატების ქსელს აუმჯობესებს და მომხმარებელს საშუალებას აძლევს, თანხა გამოიტანოს, არა მარტო ბარათით, არამედ მობილური ტელეფონის გამოყენებითაც.
მომსახურებით სარგებლობა ამ წლის ბოლოდან იქნება შესაძლებელი. ახალი სერვისი მომხმარებელს საშუალებას აძლევს ფული ბარათის გარეშე მიიღოს, ამ შემთხვევაში საჭირო იქნება მხოლოდ მობილურით მიღებული კოდის გამოყენება.
მოგვიანებით JPMorgan Chase-ის ბანკომატები აღიჭურვება NFC-ის ტექნიკით, რომელიც მომხმარებელს საშუალებას მისცემს, ბანკომატიდან ფული ტელეფონის ერთი შეხებით გაიტანოს.
გარდა ამისა, დაწესდება ფულის გამოტანის ლიმიტი – 3 ათასი დოლარი. ეს შეზღუდვა იმოქმედებს მხოლოდ ბანკების ფილიალებში არსებულ ბანკომატებზე. JPMorgan Chase-ის განახლებული ბანკომატების საშუალებით ჩეკის განაღდებაც იქნება შესაძელბელი.
მოდერნიზაციის საშუალებით ბანკი აპირებს მოლარეების მიერ შესრულებული ოპერაციების რაოდენობის შემცირებას.
[wpolling id=”11″ width=”” height=””]