24/02/2024
Latest:
მსოფლიო

ინდოეთში მსოფლიოს ყველაზე იაფფასიანი სმარტფონი გამოუშვეს

ინდოეთში ყველაზე იაფფასიანი სმარტფონი შექმნეს, რომელიც 251 რუპიად გაიყიდება, რაც დაახლოებით 4 დოლარის ტოლია.

სმარტფონი Freedom 251 კომპანია „რინგინგ ბელსმა“ შექმნა. სმარტფონის ეკრანის დიაგონალი 4 დუიმია, ოპერატიული მეხსიერება 1 გიგაბაიტს შეადგენს. ამასთან ერთად, აპარატს ოთხბირთვიანი პროცესორი აქვს. კომპანიის ინფორმაციით, სმარტფონს 3,2 მეგაპიქსელიანი კამერა და Android Lollipop 5.1 ოპერაციული სისტემის მხარდაჭერა ექნება.

„რინგინგ ბელის“ ცნობით, Freedom 251-ს ერთწლიანი გარანტია აქვს. კომპანია სმარტფონის შეძენაზე შეკვეთების მიღებას დღეიდან დაიწყებს. სმარტფონი ინდოეთში სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი პროგრამის – „დამზადებულია ინდოეთში“ ფარგლებში შეიქმნა.  ინდოეთში დღემდე ყველაზე იაფფასიანი სმარტფონის ფასი 22-დან 29 დოლარამდე მერყეობდა.

წყარო: BPN