02/05/2024
Latest:
მსოფლიო

ანდრეი კელინი – ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურის გაძლიერება უშუალოდ ეხება რუსეთის უსაფრთხოებას და რუსეთი მიიღებს საჭირო ზომებს

ნატო-ს მიერ გადადგმული ნაბიჯები სამხედრო ინფრასტრუქტურის გაძლიერებასთან დაკავშირებით უშუალოდ ეხება რუსეთის ფედერაციის ეროვნულ უსაფრთხოებას და რუსეთი მიიღებს საჭირო შესაბამის ზომებს, – განაცხადა სააგენტო „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპული თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორმა ანდრეი კელინმა.

მისი თქმით, „იმის გათვალისწინებით თუ როგორ იზრდება სამხედრო ინფრასტრუქტურა და ძლიერდება სამხედრო ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ფრონტზე, ნათელია, რომ ეს ყველაფერი უშუალოდ ეხება რუსეთის ეროვნულ უსაფრთხოებას და რა თქმა უნდა, გათვალისწინებული იქნება თავდაცვითი დაგეგმარებისას“.

„ვფიქრობ, შექმნილ სიტუაციაში, იმის გათვალისწინებით თუ როგორ სრულდება ნატო-ს გადაწყვეტილებები, ჩვენ მივიღებთ საჭირო ზომებს უსაფრთხოების გასაძლიერებლად. ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯები შესაბამისი იქნება იმ ახალ საფრთხეებთან და ზეწოლის ახალ ფორმებთან მიმართებაში, რომელიც ნატო-ს მხრიდან მოდის“, – განაცხადა ანდრეი კელინმა.