03/05/2024
Latest:
მსოფლიო

ირლანდიამ ეკონომიკის 26%-იან ზრდაზე განაცხადა

– ირლანდიური სასწაული, ქვეყანამ ეკონომიკის 26,3%-იან ზრდაზე განაცხადა.

ქვეყნის სტატისტიკის სამსახურის ცნობით, დაზუსტებული მაჩვენებლებით, 2015 წელს ირლანდიის მთლიანი შიდა პროდუქტი იყო €243,914 მილიარდი (2014 ფასებით), 2014 წელს კი, მხოლოდ €193,16 მილიარდს შეადგენდა.

წინასწარი მონაცემებით, ეკონომიკის მხოლოდ 7,8%-ით გაზრდაზე იყო საუბარი და მაინც ევროპაში ყველაზე მაღალ ზრდას აჩვენებდა.

ექსპერტები  მკვეთრ ზრდას ლიბერალური საგადასახადო რეჟიმის შემოღებას და ამ ფაქტორის გამო ქვეყანაში მსხვილი საერთაშორისო კორპორაციების სათაო ოფისების გადატანას უკავშირებენ.

როდესაც მსხვილი კორპორაციის შტაბ-ბინა ირლანდიაშია, ის ქვეყნის რეზიდენტის სტატუსს იღებს  და მთლიანი მოგება ეროვნულ შემოსავალში აისახება.

წყარო: Gbc.ge