05/05/2024
Latest:
მსოფლიო

Apple-ის მომხმარებლებს გატეხილი iPhone-ის გადაყიდვა და ახალში გაცვლა შეეძლებათ

კომპანია Apple თავის მომხმარებლებს სიახლეს სთავაზობს: ამიერიდან, გატეხილი iPhone-ის მფლობელებს მისი გადაყიდვა და იმავე მაღაზიაში ახლის შეძენა შეეძლებათ.

აღსანიშნავია, რომ ასეთი სქემა ადრეც ფუნქციონირებდა, თუმცა, მაშინ სმარტფონის გაყიდვა მხოლოდ გარკვეული დაზიანებებით იყო შესაძლებელი. ამჯერად, მომხმარებლებს შეუძლიათ ტელეფონის გაყიდვა გატეხილი ეკრანით ან ღილაკებითაც კი.

ამას გარდა,  კომპანია თავის კლიენტებს დამცავი მინის დაყენებასაც სთავაზობს.

ამ გზით, იდეის ავტორები მიიჩნევენ, რომ iPhone-ის გაყიდვები მოიმატებს.

წყარო