სხვა

“არანაირი მორალური, პოლიტიკური მდგენელი „ქართულ ოცნებას“ არ აქვს და არ გააჩნია“ – ლევან ხაბეიშვილი

არანაირი მორალური, პოლიტიკური მდგენელი „ქართულ ოცნებას“ არ აქვს და არ გააჩნია, –  ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ის უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის მოწინააღმდეგეებზე თავდასხმებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქუჩა-ქუჩა, სახლ-სახლ ადამიანებს დასდევდნენ და  ამ ყველაფრის ორგანიზატორები არიან ხელისუფლებაში

„ცხადია, რომ ამას „ქართული ოცნება“ აორგანიზებს, ამას აკეთებს: დიმიტრი სამხარაძე, ხარაზიშვილი, გომელაური – ეს ხალხი ამ ყველაფერს აორგანიზებს. თუ ასე არ არის, გუშინ საპატრულო პოლიცია, რომ ტელეკომპანია „პირველთან“ გამოიძახეს, ამ დრომდე არავინ მისულა. შესაბამისად, ყველა კარგად ხვდება და ყველას კარგად ესმის, რომ ამ ყველაფრის ორგანიზატორები არიან ხელისუფლებაში, ხალხი ძალიან კარგად ანალიზს აკეთებს. ქუჩა-ქუჩა, სახლ-სახლ ადამიანებს დასდევდნენ და კაციშვილს არ იჭერდნენ და არავინ პასუხისგებაში არ მიეცეს – მგონი ყველაფერი გასაგებია, ვინ როგორ აკეთებს. რა აწყობთ და რა არ აწყობთ, მათ უკვე აღარაფერი აღარ აწყობთ იმიტომ, რომ არანაირი მორალური, პოლიტიკური მდგენელი „ქართულ ოცნებას“ არ აქვს და არ გააჩნია“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

კომენტარის დატოვება