არასასურველ SMS რეკლამაზე უარის თქმა შესაძლოა ერთიან პორტალზე გახდეს შესაძლებელი
არასასურველ SMS რეკლამაზე უარის თქმა შესაძლოა ერთიან პორტალზე გახდეს შესაძლებელი. როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა თამარ ქალდანმა “ბიზნესკონტრაქტს” განუცხადა, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტს უნდა წარედგინოს. მისივე თქმით პორტალზე ყველა ის კომპანია იქნება განთავსებული, რომელიც პირდაპირ სარეკლამო მარკეტინგს ახორციელებს და მომხმარებელს უარის თქმა ერთდროულად რამდენიმე კომპანიის რეკლამაზე შეეძლება.
“მომხმარებელს ხშირად ძვირი უჯდება ინდივიდუალური უარები, – ჩვენ შევთავაზებთ პარლამენტს განსახილველად, – შესაძლოა შეიქმნას ერთიანი პორტალი, სადაც ყველა სარეკლამო პირდაპირი მარკეტინგის განმახორციელებიელი კომპანია იქნება რეგისტრირებული და მომხმარებელს უფასოდ შეეძლება რამდენიმე კომპანიას უარი უთხრას ან პირიქით”, – განაცხადა ქალდანმა. მისივე თქმით მიმდინარე წელს არასასურველი რეკლამის გაგზავნისთვის 25 კომპანიაა დაჯარიმებული. ჯარიმა პირველ ჯერზე 3 000 ლარს შეადგენს, განმეორების შემტხვევაში კი 10 000 ლარს.
წყარო: businesscontract