06/05/2024
Latest:
საზოგადოება

არჩილ თალაკვაძე: facebook-ის ქურდებს ხელბორკილები საკუთარ კლავიატურაზე დავახვედრეთ

სხვის facebook-ში შესვლისთვის დღეს, შსს-მ ორი პირი დააკავა. ამ ფაქტს სოციალურ ქსელში შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა.

“facebook-ის ქურდებს სანამ თავის საკუთარ კლავიატურაზე ხელბორკილები არ დავახვედრეთ, არ დაანებეს თავი სხვის პროფილებში ძვრომას!

შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ კომპიუტერული მონაცემების უკანონოდ მოპოვების, შენახვის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის გამო ორი პირი დააკავა და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მათ მიმდინარე წლის თებერვალში, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის და სხვისი კომპიუტერული მონაცემების უკანონოდ მოპოვების მიზნით, სოციალური ქსელი „facebook“-ის ავტორიზაციის მსგავსი ვებგვერდი დაამზაეს დომეინით – htt://facebook-photos.ga/gggg44. ამის შემდეგ, სოციალურ ქსელ „facebook“-ში სხვადასხვა დროს, სხვადასხვა შინაარსის პოსტებს ათავსებდნენ, სადაც ბმულის სახით მის მიერ დამზადებულ ვებგვერდს უთითებდა.

დაინტერესებული მომხმარებელი აღნიშნული პოსტის გახსნის შემთხვევაში, ბმულზე გადასვლისას, მათ მიერ დამზადებულ ყალბ გვერდზე ხვდებოდა, სადაც ხელახალი ავტორიზაციას გადიოდნენ. ავტორიზაციისას „facebook“-ის მომხმარებლის სახელი, პაროლი იგზავნებოდა და ინახებოდა ამ ბატონების მიერ ვებჰოსტინგზე სპეციალურად შექმნილ ფაილებში.

გამოძიების მსვლელობისას, აღნიშნულ ფაილებში აღმოჩენილია „facebook.com“-ის 1010 მომხმარებელის სახელი და პაროლი. უკანონოდ მოპოვებული, ზემოხსენებული მონაცემების გამოყენებით, ეჭვმიტანილები უნებართვოდ აღწევდნენ სოციალური ქსელი „facebook“-ის მომხმარებელთა გვერდებზე და აღნიშნულ მომხმარებლებს მის მიერ სპეციალურად, რეკლამების განთავსების მიზნით შექმნილ ჯგუფში უნებართვოდ ამატებდა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მათ სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით, უკანონოდ მოიპოვეს, შეაღწიეს და დაშვების პაროლები შეუცვალეს „facebook.com“-ის მომხმარებლებს. შემდეგ აღნიშნული მომხმარებლების სახელით, მათი პროფილებიდან რეკლამებს პოსტავდნენ, რაშიც რეკლამის დამკვეთისაგან ანაზღაურებას იღებდნენ. ბინის ჩხრეკისას ამოღებულ კომპიუტერულ სისტემებში აღმოჩენილია უკანონოდ მოპოვებული, „facebook.com“-ის 1210 მომხმარებლის სახელი და პაროლი”, – წერს თალაკვაძე.

წყარო: Ipress.ge