01/03/2024
Latest:
საზოგადოება

„არიკ ჯგუფი“ საპარტნიორო ფონდთან ერთად საკვები ინდუსტრიის მიმართულებით ინვესტირებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ფონდის დელეგაციასთან ერთად „არიკ ჯგუფი“-ის მიწვევით კახეთში უცხოური საინვესტიციო კომპანიის პროექტები მოინახულა.

„არიკ ჯგუფი“ საპარტნიორო ფონთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს განიხილავს და საკვები ინდუსტრიის მიმართულებით ინვესტირებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. „არიკ ჯგუფი“ უცხოური კაპიტალით შექმნილ საინვესტიციო კომპანიას წარმოადგენს, რომელიც საქართველოში 2012 წლიდან ფუნქციონირებს. კომპანია პროექტებს სოფლის მეურნეობის, საკვები ინდუსტრიის და ტურიზმის მიმართულებით ახორციელებს.


საინვესტიციო კომპანიის ყველაზე ფართომასშტაბიან პროექტს კახეთში, საგარეჯოს რაიონში, „ვინიჩიო ველის“ (Vinichio Valley) – ანუ „მწვანე“ ტურისტული ცენტრის განვითარება წარმოადგენს. პროექტის განვითარებისას, ძირითადი აქცენტი ქართული ფისტას და ღვინის წარმოებაზე კეთდება. პირველად ისტორიაში ირანის და ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ საქართველოს ეძლევა საშუალება გახდეს ფისტას ექსპორტიორი ქვეყანა.


არიკ ჯგუფმა 20 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია ჩადო მეცნიერულ კვლევაში, იმისათვის რომ მიეღო ადგილობრივ კლიმატზე მორგებული ფისტას ახალი ჯიში. კომპანიამ 3 სხვადასხვა სახეობის ფისტა მიიღო, რომელიც კახეთის კლიმატს და ნიადაგურ პირობებს იდეალურად ესადაგება.


„არიკ ჯგუფი“ აღნიშნულ ტერიტორიაზე 2000 ჰექტარზე – 400 ჰექტარი ვენახის, 400 ჰექტარი ხილის ბაღებისა და 1000 ჰექტარი ფისტას პლანტაციის გაშენებას გეგმავს. უკვე დაწყებულია სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები სათბურის და ლაბორატორიის მშენებლობისთვის. კომპანია სოფლის მეურნეობის მიმართულების ნაწილის დასრულებას 2018 წლის ბოლოსათვის აპირებს. „არიკ ჯგუფი“ ტურიზმის მიმართულებითაც მუშაობს და ინვესტირებას 5-ვარსკვლავიანი 150 ტურისტული ვილის მშენებლობასაც გეგმავს, რომელიც უცხოელ და ადგილობრივ ტურისტებს უმასპინძლებს.